ახალციხეში არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ. მოზარდი ბოლოს გუშინ, 8 იანვარს ქალაქის ცენტრში შენიშნეს. მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.
17 წლის ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, ბიჭი სახლიდან რამდენჯერმე წავიდა.
"როგორც კი მოხდა ეს ფაქტი, განხორციელდა მყისიერი რეაგირება. ინფორმაცია მიეწოდა ყველა საჭირო სტრუქტურას და ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები," - განაცხადა რეგიონული ცენტრის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო საანიშვილმა.
მეურვემ მისი მოძებნა მაშინვე დაიწყო, თუმცა ვერ ნახა. მანვე გამოიძახა პოლიცია და საქმის კურსში ჩააყენა სოციალური სამსახური. ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სახლიდან გაქცევის მცდელობა მანამდეც ჰქონდა. ოჯახის წევრებთან ერთად, ბიჭს უკვე სამართალდამცველები ეძებენ.