29 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
რუსეთში სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ნორილსკში, სამთო-სათხილამურო კომპლექსის ტერიტორიაზე ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი 2 წლამდე ბავშვია, 14 წლის მოზარდი კი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ზვავმა რამდენიმე ნაგებობა მოიყოლა. 3 მეტრის სიმაღლის თოვლით დაიფარა 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია.

დღის ამბები