29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
ახალციხეში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი, მათ შორის ხუთი თვის ბავშვი მოიწამლა

ახალციხეში, ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა დღეს, 9 იანვარს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ, მკურნალობას დაექვემდებარა.

"ხუთივე მათგანმა ისადილა და მოგვიანებით ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მოწამლულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამმა ბრიგადამ გადაიყვანა. თავს კარგად ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" - განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

"ზოგი იწვა სავარძელში, ზოგი დივანზე, ზოგიც იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. გამოვიძახე დამხმარე ბრიგადები, მათ მოსვლამდე გავუწიეთ პირველადი დახმარება. ბავშვი იყო ცალკე ოთახში, დროულად მოარიდეს და გაიყვანეს მეზობლებმა, მათვე დარეკეს სასწრაფოშიც" - აცხადებს სასწრაფო დახმარების ექიმი მაია ქუტიაშვილი.

დაშავებულები მკურნალობას ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობენ და მათი გადაყვანა თბილისში არ იგეგმება. ამ დროისათვის სახლში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

დღის ამბები