მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა "ტვიტერმა" აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს პირადი ანგარიში დაუბლოკა, კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.
"ფოქს ბიზნესის" ცნობით, 3.77 პროცენტიანი ვარდნის შემდეგ, კომპანიის ერთი აქციის საფასურმა 49.54 დოლარი შეადგინა.
7 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ, დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებზე წვდომა შეუზღუდა "ფეისბუკმაც" და "ინსტაგრამმაც".