ინდონეზიაში, რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდა. მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი მეთევზეები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, როგორ ჩავარდა "ბოინგი - 737" ოკეანეში და ამის დამადასტურებელი ვიდეოც გადაიღეს.
ინდონეზიაში "ბოინგი - 737" ორი წლის წინაც ჩამოვარდა. 2018 წელს მომხდარ ავიაკატასტროფას 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.