29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ფოთის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ადგილობრივები ქალაქში თევზის გაუსაძლის სუნზე და მის არასწორად გადამუშავებაზე საუბრობენ

ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ქალაქში არსებული გაუსაძლისი სუნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რაც მათი თქმით, თევზის არასწორი გადამუშავების შედეგად დგას.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან სიმბოლურად ქაფშია მიიტანეს. "ფოთი თევზის სუნის გარეშე", "ნუ გვიბინძურებთ ქალაქს" ამ შინაარსის ტრანსფარანტებით, მათ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

შეკრებილებს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ ისინი იქნებიან იქ, სადაც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან. აქციის მონაწილეები მომავალში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.

დღის ამბები