გამოიყენებს თუ არა კაპიტოლიუმი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორებას ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც პრეზიდენტობისთვის სულ რაღაც 12 დღე რჩება.
დონალდ ტრამპის გადაყენებისთვის ვიცე-პრეზიდენტისა და კონგრესის ორივე პალატის ნებაა საჭირო. 4 წლიან ვადაში ტრამპის იმპიჩმენტზე უკვე მეორედ საუბრობენ. ამჯერად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 2 კვირით ადრე.
ამავდროულად, პრეზიდენტის კაბინეტს პროტესტის ნიშნად ტოვებენ მაღალი რანგის თანამშრომლები. ვიდრე ქაოტური დღის პოლიტიკური ანალიზი გრძელდება, ტრამპს "ტვიტერიც" აღუდგინეს, სადაც მან განცხადება დღეს რამდენჯერმე გააკეთა.