29 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
შტურმი კაპიტოლიუმზე - განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული პარალელები გააჩინა

კაპიტოლიუმში განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული პარალელები გააჩინა. ოპოზიციისთვის სამაგალითო სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა აღმოჩნდა, რამაც, მათი თქმით, ვერც ამერიკულ დემოკრატიას შეუქმნა საფრთხე და ვერც სხვა ქვეყნების დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობას.

დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევა რომ დაუშვებელია, ამის კიდევ ერთი მაგალითი აღმოჩნდა ამერიკული მოვლენები საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის დამხობისკენ მოწოდებები მიუღებელია. 

შიდა პოლიტიკურ ჭრილში დაინახეს ამერიკული პროცესები ქართველმა ანალიტიკოსებმაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აშშ-ს პოლიტიკურ კრიზისთან ერთად რეპუტაციული ზიანიც მიადგა.

ამერიკის იდეა რომ არსად წასულა და ინსტიტუტების სიმყარემ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, ამაზე საქართველოში აშშ-ის საელჩოც საუბრობს.

აშშ-ის საელჩო ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღის ბოლოს გამოქვეყნდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

დღის ამბები