29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
მიზნობრივი დახმარებების ახალი ეტაპი - ვინ მიიღებს თანხას მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში

ათასობით დასაქმებული, ვინც 2020 წლის დეკემბრიდან შემოსავალი დაკარგა, სახელმწიფო კომპენსაციას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მონაცემების ატვირთვის შემდეგ მიიღებს. უწყება ტექნიკურად სრულ მზადყოფნაშია.

200 ლარიანი დახმარების მისაღებად საკუთარი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია კომპანიებმა თავად უნდა ატვირთონ. პროცედურა ელექტრონულია და განაცხადების შესავსებად სერვისცენტრებში მისვლა საჭირო არ არის.

ბიზნესი პანდემიით გამოწვეულ ზარალს ამ დრომდე ითვლის, კომპანიების ნაწილი გაზაფხულიდან კრიზისში იმყოფება, ამბობენ, რომ კომპენსაციის მიღებით თანამშრომლების ნაწილის შენარჩუნებას შეძლებენ.

დღის ამბები