29 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ - მიტროპოლიტი იოანე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი იოანე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზის ილია კარკაძის ქადაგებას ეხმაურება. მიტროპოლიტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს წარმოადგენს. მისივე თქმით, ქადაგება გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. 

"ქუთაის-გაენათის ეპარქიის დეკანოზის ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით. ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. მან მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია სწორად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულიბით ჩვენ არამარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას." - წერია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იოანეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 
დღის ამბები