29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ეროვნული ბანკი მაქსიმალურს აკეთებს, რომ ეროვნულმა ვალუტამ სავალუტო შემოდინებების შემცირებისგან მიღებული დარტყმა შეარბილოს - ვანო მაჭავარიანი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულებამ 3 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას პანდემიას უკავშირებს. 

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მიზანი ეკონომიკის გაჯანსაღებაა, რომელიც შემდგომ ეროვნულ ვალუტაზეც აისახება. 

"ეკონომიკის გაჯანსაღებაა მიზნად. იმის შედეგი აისახება მერე სავალუტო კურსზეც და ა.შ. ამავდროულად, პარალელურად იცით, რომ ეროვნული ბანკი მაქსიმალურს აკეთებს, რომ ის დარტყმა, რაც მიიღო ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ სავალუტო შემოდინებების შემცირებისგან, რომელიც ძირითადად იყო დაკავშირებული ტურიზმთან, შეარბილოს,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები