29 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ძმის მკვლელობაში ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმე - მიშო ახლოურს დანით დაზიანება აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში, რომელიც საკუთარმა ძმამ მიაყენა.

გიორგი ახლოური დაკავებულია, რომლის პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და გიორგი ახლოური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე გიორგი ახლოურის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმალვის საშიშროება არსებობდა, ამიტომ გიორგი ახლოური წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩენილიყო.

სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა ბრალდებულიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი ძმის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. 

გიორგი ახლოურის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს. 

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში და იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას გაითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის მიმალვის საფრთხეზე, რაც სასამართლომ გაიზიარა. არანაირი საფრთხე მტკიცებულებების გაქრობის არ არსებობს და არც მომავალში იარსებებს,"-აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები