29 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ABC News-ის ინფორმაციით, ანდრეი ტიურინმა კიბერთავდასხმა ათზე მეტ ამერიკულ კომპანიასა და 100 მილიონზე მეტ მომხმარებელზე განახორციელა.

ტიურინი მოსკოვიდან, საკუთარი სახლიდან მოქმედებდა და ამ გზით 19 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური სარგებელი ნახა. აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა, სამართალდამცავებმა 2017 წელს დააკავეს. ანდრეი ტიურინის ექსტრადირება საქართველოდან აშშ-ში 2018 წლის სექტემბერში განხორციელდა.

დღის ამბები