29 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათამდე პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათამდე პატიმარი შიმშილობს. ინფორმაციას პატიმრების ახლობლები ავრცელებენ.

როგორც მათ დღეს მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს, პატიმრები ამნისტიის შესახებ მომზადებული  კანონპროექტის გადახედვას ითხოვენ.

პატიმრები ამნისტიის აქტში არსებულ ხარვეზებს საუბრობენ და ამბობენ, რომ ამნისტია თითქმის არცერთ პატიმარს არ ეხება, პანდემიის პირობებში კი ციხეებში რთული მდგომარეობაა. 

მათი ოჯახის წევრების ინფორმაციით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოშიმშილე პატიმრების რაოდენობა გაიზრდება.

ინფორმაციას  პატიმრების შიმშილობის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს. 

დღის ამბები