29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მიშო ახლოურს დანით დაზიანება გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა, პაციენტის ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო - ანა დალაქიშვილი

19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმე - დღეს პირველად, გარდაცვლილის დაზიანებების შესახებ კომენტარი იმ კლინიკის ექიმმა გააკეთა, სადაც ძმის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა შეიყვანეს.

მიშო ახლოურს დანით დაზიანება აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, რა დროსაც მდგომარეობა დამძიმდა და დაჭრილი გარდაიცვალა.

ემერჯენსის ხელმძღვანელი ანა დალაქიშვილი აცხადებს, რომ პაციენტს გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობა ჰქონდა და  ოპერაციის მიუხედავად, პაციენტის ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

"პაციენტი კლინიკაში 6 იანვარს შემოიყვანეს, მას ჰქონდა შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. საოპერაციო ბლოკში პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, გულის გაკერვა, თუმცა მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და 02:25 წუთზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"- განაცხადა ანა დალაქიშვილმა.

დღის ამბები