29 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ახლოურს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა.

ძმის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი განზრახ მკვლელობას გამორიცხავს, თუმცა 21 წლის გიორგი ახლოურს გამოძიება სწორედ ამ მუხლს ედავება.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრები "კურიერს" უყვებიან, რომ ძმებს კონფლიქტი არ ჰქონიათ და მკვლელობა შემთხვევით, ყოფით ნიადაგზე მოხდა.

მიშო ახლოურს ერთადერთი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, გულ-მკერდის არეში. დაკავებული გიორგი ახლოურის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო უკვე ხვალ იმსჯელებს.

დღის ამბები