29 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
პრეპარტი, რომელმაც შესაძლოა პანდემია დაასრულოს - გაათავისუფლებს თუ არა გამოცდის ქვეშ მყოფი "მოლნუპირავირი" მსოფლიოს COVID-19-საგან

"მოლნუპირავირი" სწორედ ის მედიკამენტია, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის დამარცხებისთვის მთავარ იარაღად იქცეს, მაშინ ვაქცინაცია დროებით მთელ მსოფლიოს დაავიწყდება, რადგან წამალს იმაზე მალე მივიღებთ, ვიდრე დროში გაწელილი იმუნიზაციის პროცესია.

პრეპარატზე ახლა ამერიკის 4 სხვადასხვა შტატში კლინიკური კვლევის მეორე და მესამე ეტაპი მიმდინარეობს. დავირუსებულ ზღვის გოჭებზე, რომელთა ფილტვების აგებულებაც ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანისას და სინჯარაში მიღებულმა დადებითმა შედეგებმა ეპიდემიოლოგები პირველ ეტაპზე დააიმედა. 

პრეპარატი 1980 წელს დამზადდა. მეცნიერებმა პირველად ის 2009-2013 წლებში როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე გამოიყენეს. მას შემდეგ წამალზე არაერთი კვლევა ჩატარდა, თუმცა პანდემიის დაწყებიდან მალევე უკვე ბევრჯერ გამოკვლეული გრიპის საწინააღმდეგო "მოლნუპირავირი" კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოიყენეს - შედეგი წარმატებით დასრულდა, წამალი გადადების პროცესს 24 საათში აჩერებს და აფერხებს ვირუსის რეპლიკაციას ორგანიზმში.

რამდენად საიმედოა წამალი "მოლნუპირავირი" მსოფლიოსთვის, ეს ზაფხულში გაირკვევა. ჯერჯერობით კი კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე დადგინდა, რომ წამალი ადამიანებზეც ისევ ისე მოქმედებს, როგორც ზღვის გოჭებზე. ამ ეტაპზე ამერიკის 4 შტატში დაკვირვება 10 000-მდე პაციენტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები