29 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ეროვნული ტრაგედია, რაც ამერიკელი ხალხის ნამდვილ სახეს არ აჩვენებს - ყოფილი პრეზიდენტების მწვავე შეფასებები კაპიტოლიუმის შენობაში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე

ეროვნული ტრაგედია, რაც ამერიკელი ხალხის ნამდვილ სახეს არ აჩვენებს; უპრეცედენტო თავდასხმა კონსტიტუციაზე და ქვეყანაზე; ძალადობა, რომელიც ისტორიაში სირცხვილის სახელით შევა; ამაზრზენი და გულდასაწყვეტი - ასეთი იყო ამერიკის ყოფილი პრეზიდენტების მწვავე შეფასებები კაპიტოლიუმის შენობაში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

საკუთარი მოსაზრებები ჯიმი კარტერმა, ბილ კლინტონმა, ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს. როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პრეზიდენტები მომხდარ ფაქტს გმობენ და ხელისუფლების მშვიდობიანი დათმობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"შიდა ტერორისტები" უწოდა ტრამპის მომხრეებს ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა. ჰილარი კლინტონმა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო და საბოლოოდ საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილებით დამარცხდა, აქცენტი ქვეყანაში კანონიერების აღდგენასა და კანონის დამრღვევ პირთა დასჯაზე გააკეთა.

კაპიტოლიუმის შენობაში ძალადობრივი შეჭრის ფაქტით შეშფოთებულია დანარჩენი სამყარო. ევროპის ქვეყნების პირველმა პირებმა ვაშინგტონში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. ემანუელ მაკრონი, ბორის ჯონსონი, ანგელა მერკელი, ჯუზეპე კონტე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ლიდერებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მხარდაჭერას უცხადებენ. 

დღის ამბები