29 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი - საქართველოს საპატრიარქო 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

"მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია.

ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები