29 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

ქართულ რაგბში ისევ გაურკვევლობაა. კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს.

გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო. შესაბამისი განცხადებით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

"30 დღე გვაქვს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხვალიდან შევუდგებით იურისტებთან ერთად და ჩემთვის სუსტი არგუმენტებია, განვიხილავთ ამ საკითხს და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ნათლად გამოჩნდება. ვფიქრობ, ეს ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, არის ქართული რაგბის მტერი. ხარვეზის აღმოხვრასაც ხვალიდან მივხედავთ. რუსეთის თამაში გვიახლოვდება, ასევე, წელს საკვალიფიკაციო ეტაპი გვაქვს და აქედან გამომდინარე, ხელი შევუწყოთ ქართული რაგბის განვითარებას, ყველაფერს აკეთებენ რომ ბიჭებს ხელშეშლა ჰქონდეთ,"-აცხადებს  საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე.

"დაირღვა მთავარი პრინციპი. გადადებული არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო არაუგვიანეს 30 დღისა, რაც უწევდა მარტში. ეს წესი დაირღვა, რომ ჩანიშნული მორიგი საარჩევნო ყრილობა, ქვორუმი უნდა ყოფილიყო 2/3 დელეგატების და შესაბამისად, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებოდა და ასევე, უნდა მომხდარიყო საარჩევნო ხმების ხელახლა გადათვლა, რა კომპოზიციაც ასევე შეიცვლებოდა, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რვა გუნდი გაუქმდა, რომელსაც ხმის უფლება არ გააჩნია და მათ უკანონო ყრილობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთადერთი, რამაც შეიძლება რეესრტის ხარვეზი, რეგისტრაციის შეჩერება გამოასწოროს არის, რომ ჩატარდეს ხელახალი საარჩევნო ყრილობა,"-აცხადებს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ბაჩო ხურციძე.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები