29 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა, მიუღებელი - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

კაპიტოლ ჰილზე  ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა, მიუღებელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ტვიტერში" წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.  

"სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ​კაპიტოლ ჰილზე  ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა - მიუღებელი.

გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

დღის ამბები