29 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონს ​კორონავირუსი დაუდასტურდა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს ​კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "კურიერს" თავად მეუფემ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს და მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია.

"სურდო მქონდა უბრალოდ და წავედი, გავესინჯე ექიმს პრევენციის გამო. ყველამ ავიღეთ ტესტი და ზოგს მოხდილი ჰქონდა. მე არ მჯერა, რომ მაქვს კორონა. საპატრიარქოში ვიყავი, უბრალოდ სურდო რომ მქონდა, მეთქი პატრიარქთან არ შევალ, უხერხულში არ ჩავაგდოთქო და გადასამოწმებლად წამოვედი," - აცხადებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი (ბულუხია).

დღის ამბები