29 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
არანაირი შუღლი არ ყოფილა ძმებს შორის, არანაირი დაპირისპირება - მიშო ახლოურის მეგობრებს მკვლელობის მიზეზებთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ

გარდაცვლილი 19 წლის მიშო ახლოურის მეგობრებს მკვლელობის მოტივებსა და მიზეზებთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. მეგობრები ამბობენ, რომ 21 წლის გიორგი ახლოურს საკუთარი ძმის მკვლელობა განზრახული არ ჰქონია და ინციდენტი შემთხვევითობის შედეგია. 

მიშო ახლოურის მეგობრები ამბობენ, რომ ძმებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ ყოფილა. 

"არანაირი შუღლი არ ყოფილა ძმებს შორის, არანაირი დაპირისპირება, ქუჩური გარჩევა და ა.შ. ის რაც გაჟღერდა. ინციდენტი მოხდა ძალიან ცუდი, ტელევიზორის კაბელს ჭრიდა და ამ გაჭრის დროს ძაღლი მივარდა, ამან ძაღლი გამოიყვანა და ისე მოხდა გულ-მკერდის არეში მოხვდა შემთხვევით. გიორგისაც ვიცნობდი და არ არის ის ისეთი ადამიანი, რომ ძმას ესეთი რაღაც დაუშაოს," - ამბობს მიშო ახლოურის მეგობარი.

მეგობრები ამბობენ, რომ მიშო ახლოური კლინიკაში გადაყვანამდე, კონტაქტური იყო.

"ვიცი, რომ გზაში საავადმყოფოში რომ მიჰყავდათ ლაპარაკობდა. იქ რა გაუკეთეს არ ვიცი. მიშო ის ადამიანი არ ყოფილა, ვინმესთვის რამე დაეშავებინა. ყოველთვის ახსენდება თავის პატარა ძმას და რამდენჯერმე თავის დიდი ძმაც ახსენა ჩემთან, რომ ძალიან კაი ბიჭიაო. მაგას ვერავინ ვერ დაიცავს ვერასდროს იმ მოქმედების გამო, რაც გუშინ გააკეთა,“ - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის მიშო ახლოურის ძმა განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე დააკავეს. 21 წლის გიორგი ახლოურისთვის ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ. 

 

 

დღის ამბები