შობის ღამეს "რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში საშობაო წარმოდგენა დაიწყება. კონცერტში, რომელიც თბილისის მერიის და "რუსთავი2-ის" ერთობლივი პროექტია, მონაწილეობას 30-მდე მუსიკოსი მიიღებს. მუსიკალური წარმოდგენა სწორედ ამ სფეროს სოლიდარობის ნიშნად დაიგეგმა.
კონცერტზე შესრულდება მთელი მსოფლიოს საუკეთესო საშობაო სიმღერები, აჟღერდება ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები. როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი.
"რუსთავი2-ის" პირდაპირ ეთერში საშობაო მუსიკალური წარმოდგენა 7 იანვარს ზუსტად 23 საათზე დაიწყება.