29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
მეხუთე რაუნდის მოლოდინში - შეძლებენ თუ არა პოლიტიკური ძალები დიალოგის კონკრეტული შედეგით დასრულებას

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჯერჯერობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების პოზიცია კვლავ უცვლელია.

ოპოზიციის ნაწილი შეთანხმებისთვის აუცილებელ კომპონენტად ისევ ვადამდელ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას ასახელებს.

ოპონენტების საპასუხოდ მმართველ პარტიაში კვლავ ამბობენ, რომ ქვეყანაში არჩევნები მხოლოდ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩაინიშნება და რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვას არ აპირებენ. 

პარტიების ნაწილისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა პირველი რიგის მოთხოვნებში არ წერია. მაგალითად, "გირჩის" ის ნაწილი, რომელიც ზურა ჯაფარიძეს გამოეყო, ამბობს, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემის ცვლილება ნომერ პირველი მოთხოვნა გახდება, პარლამენტში შევლენ და ანალოგიურს სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ. საარჩევნო რეფორმა მნიშვნელოვანია პარტია "მოქალაქეებისთვისაც".

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ. ფიქრობენ, რომ მორიგი დიალოგი უკვე შესაძლოა კონკრეტული შედეგით დასრულდეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შეთანხმების რესურსი დიდია.

ელჩების ფასილიტაციით მხარეებს შორის მორიგი დიალოგი შესაძლოა იანვრის მეორე ნახევარში გაიმართოს.

დღის ამბები