29 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
დადანაშაულებული ადვოკატი - ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ

ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილს ახალგაზრდა ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ. კავშირ "საფარის "ინფორმაციით, რომელიც მსხვერპლის ინტერესებს იცავს, ისტორია 2020 წლის ივნისში იწყება, როდესაც სამართლებრივი კონსულტაციისას ადვოკატმა 30 წლის ქალი სექსუალურად შეავიწროვა. "საფარში" ამბობენ, რომ ადვოკატი ახალგაზრდა ქალს პირად ფოტოებს და ვიდეოებს უგზავნიდა. მათივე ცნობით, ადვოკატი არაერთი ფორმით ცდილობდა, ის ურთიერთობაზე დაეთანხმებინა. უფლებადამცველის თქმით, მსხვერპლის უარს ადვოკატის მხრიდან შეურაცხყოფა მოჰყვა.

სასამართლომ ადვოკატის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რომლითაც მას ახალგაზრდა ქალთან მიახლოება ეკრძალება. თუმცა, მანამდე იყო ეპიზოდი, როდესაც ჯანიბეგაშვილი მსხვერპლთან სახლში მივიდა, სწორედ ამის შემდეგ მიმართა დახმარების თხოვნით ქალმა პოლიციას.  

ლაშა ჯანიბეგაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ქალის ადვოკატებმა სასამართლოში ყალბი მტკიცებულებები წარადგინეს.

სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის მიზნით, "საფარმა" სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა. 

დღის ამბები