29 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ აფხაზეთში - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი ხანძრის რამდენიმე კერაა. გალის რაიონში. ტყის მასივში გაჩენილი ხანძრების შემდეგ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე, საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე გავრცელდა.

როგორც "რუსთავი2-ს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

დღის ამბები