29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
რა მიმართულებებით გაფართოვდება ამნისტიის კანონპროექტი - მიხეილ სარჯველაძის განმარტება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა ძირითადი პრინციპები, თუ რა მიმართულებებით გაფართოვდება ამნისტიის კანონპროექტი.

"გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლისთვისაც გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება დაექვემდებაროს ამნისტიას და მეორეს მხრივ, საუბარია ზოგიერთ შემთხვევაში მუხლების ნაწილების შედარებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შემსუბუქებაზე.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ნაცვლად თავდაპირველ რედაქციაში არსებული მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა, გათვალისწინებულია, ზოგიერთ შემთხვევაში, სასჯელის გარკვეული ნაწილით შემცირება - ეს გახლავთ განახევრება და მეოთხედით თავისუფლების აღკვეთის შემცირება.

გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეული დაშვებით, პირობებით გავრცელდეს შეცვლა სასჯელის შეცვლა შინაპატიმრობით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები