29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
კლინიკა "გორმედს" 52 წლის გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი უყურადღებობაში ადანაშაულებს

კლინიკა "გორმედს", გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი უყურადღებობაში ადანაშაულებს. 52 წლის მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც არასწორი მკურნალობით ლეტალური შედეგი დადგა. ოჯახი ითხოვს, პაციენტის მკურნალ ექიმს პასუხი კლინიკამ მოსთხოვოს.

კლინიკაში ბრალდებებს არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ გართულებული მდგომარეობის გამო პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები