29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"კურიერმა" ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

"კურიერმა" ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.

დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა თავდასხმა ბრალდებულის ოჯახზე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მისი ახლობლების მისამართით.

როგორც დაკავებულის მეგობრები აღნიშნავენ, კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს პირადი მიზეზებით დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, ე.წ. ოცნების ქალაქში, მკვლელობა გუშინ მოხდა. მოკლულია შუახნის მამაკაცი.

მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს.

ერთი პირი მძიმედ არის დაჭრილი. მეზობლების თქმით, ინციდენტი სახლში დაიწყო და მოგვიანებით, იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა. მათივე ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები