ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის მამაკაცი.
მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს.
ერთი პირი მძიმედ არის დაჭრილი. მეზობლების თქმით, ინციდენტი სახლში დაიწყო და მოგვიანებით, იქვე მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა. მათივე ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.