29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ოთხი დეპუტატიდან სამს მე-10 მოწვევის პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

დღეიდან "პატრიოტთა ალიანსის" სიის პირველ სამეულს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

გადაწყვეტილება პარლამენტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის პირადი მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

კანონმდებლების განმარტებით, პროცესი საპარლამენტო რეგლამენტის სრული დაცვით წარიმართა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ალიანსმა" ცესკოს სიის ანულირების მოთხოვნით არ მიმართა და შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ სადეპუტატო მანდატები პირველი სამეულის ადგილმონაცვლე პირებმა დაიკავონ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის მანდატების გაუქმებას ნეგატიურ მოვლენად აფასებენ ბარიერგადალახულ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ოპონენტების თქმით, მმართველი ძალა ადგილმონაცვლეების პარლამენტში შეყვანას ცდილობს, რითაც მრავალპარტიულობის ილუზიის შექმნა სურს.

ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ უმრავლესობის წევრები. 

პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" პირველი სამეულის ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება მომდევნო სესიაზე უნდა ცნოს. პარალელურად, შედგება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისული შეთანხმება, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეა დამოკიდებული.

დღის ამბები