"დიდება დედოფალს" - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებასაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 9 იანვარს, 22:00 საათზე, ონლაინ გამართავს.
დოკუმენტური ფილმი ლეგენდარული ქართველი ქალი მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს.
ფილმის საჯარო ჩვენება საქართველოში პირველად გაიმართება. "დიდება დედოფალს" უკვე ნახეს ავსტრიაში, მექსიკასა და სერბეთში, სადაც მაყურებლის პრიზი აიღო.
ფილმის რეჟისორი ავსტრიაში მცხოვრები თათია სხირტლაძეა, თანარეჟისორი კი ანა ხაზარაძე, ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
"დიდება დედოფალს" - დოკუმენტური ფილმiს ჩვენება "ფეისბუკ" ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე გაიმართება. ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.