29 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"საქსტატის" მონაცემები და 1 წლის განმავლობაში გაძვირებული პროდუქცია - რამ იმოქმედა ინფლაციაზე 2020 წელს

"საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურ-პროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა.

"საქსტატმა" გამოაქვეყნა დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებლები, რის მიხედვითაც, 2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 6.8%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.6 პროცენტი), ასევე ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

დღის ამბები