29 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებამ ტრანსპორტი და იმპორტირებული პროდუქტი გააძვირა - გიორგი კეპულაძე

დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ფასების საერთო დონე ნოემბერთან შედარებით 1%-ით შემცირდა. თუმცა წლის განმავლობაში ფასები გაზრდილია სხვადასხვა სახის პროდუქტზე.

"საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ პროდუქციაზე ფასების ზრდა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და პანდემიამ გამოიწვია.

"მთავარი ფაქტორია პანდემია, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და აქედან გამოწვეული ლარის კურსის გაუფასურება. წელს ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ამან გააძვირა ტრანსპორტი და იმპორტირებული პროდუქტი. საწვავის ფასის გაძვირება კი უარყოფითად მოქმედებს სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდაზე,"- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვნად იმოქმედა პროდუქციის ფასებზე.

"სურსათზე ფასების ზრდა მასზე მოთხოვნის ზრდას არ განუპირობებია, ეს განაპირობა პანდემიის შედეგად ცალკეული სახელმწიფოების გადაწყვეტლებამ, რომ შეეზღუდათ ამა თუ იმ პროდუქტთან წვდომა,"-აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები