მალაიზიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა
მალაიზიაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო ქვეყანაში ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.
უამინდობის შედეგად დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი და შენობები. ქვეყნის უმეტეს ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.
პაჰანგის შტატის ცენტრალურ ნაწილში კი წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია და სატრანსპორტო გზები ჩაანგრია.