29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო

ირანმა 20%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბეიმ მედიას განუცხადა, რომ ურანის გამდიდრება "ფორდოს" კომპლექსში დაიწყო.

2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, სადაც დოკუმენტზე ხელი შეერთებულმა შტატებმა, ირანმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.

დღის ამბები