ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანსა და სოფელ ნარაზენში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით, თხილის პლანტაციებს მოედო. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.