29 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - საკითხს კენჭი რიგგარეშე სხდომაზე უყარეს

რიგგარეშე სესიაზე, "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარეს.

ირმა ინაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას 80-მა, გიორგი ლომიას - 79-მა, გოჩა თევდორაძის კი -78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "პატრიოტთა ალიანსი" არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო.

დღის ამბები