29 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
დიალოგის მეხუთე რაუნდი - პარტიებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, იქნება თუ არა კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

როდის გაიმართება ერთხელ უკვე გადადებული დიალოგის მეხუთე რაუნდი, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ გასულ წელს ელოდებოდა - მოლაპარაკება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და წლის პირველი შეხვედრა, ელჩების მონაწილეობით, სავარაუდოდ იანვარში შედგება. პარტიებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ დიალოგის შემდეგ, გაირკვევა იქნება თუ არა კომპრომისი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის.

ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ პოზიციების დასაახლოებლად მნიშვნელოვანია "ოცნება" დესტრუქციულ საკანონმდებლო ინიციატივებს მოერიდოს. პოლიტიკოსების თქმით, ისინი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისის შემთხვევაში, მზად არიან საქმიანობა პარლამენტში განაგრძონ და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაში საკუთარი ფუნქცია შეასრულონ.

ვადამდელი არჩევნების საკითხი კვლავ წითელ ხაზად რჩება მმართველ გუნდში. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპონენტების დიდ ნაწილთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა საკანონმდებლო საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყოს.

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა ელჩების მონაწილეობით, სავარაუდოდ იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება. 

დღის ამბები