29 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
როგორი იყო მსოფლიოსთვის ბოლო ერთი წელი პანდემიის პირისპირ - COVID 19-ის "დამატებითი ეფექტები"

როგორი იყო მსოფლიოსთვის ბოლო ერთი წელი პანდემიის პირისპირ, გლობალური კრიზისის პირისპირ, რომელიც საუკუნეში ერთხელ დგება.

საერთაშორისო ფრენების აკრძალვა, ტურისტული ზონების დაცარიელება, მაღაზიების, რესტორნების, სავარჯიშო დარბაზების და სხვა ხალხმრავალი ობიექტების დახურვა - ასეთია შედეგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მოუტანა. სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. "მჯდომარე" რესტორნების რაოდენობა გლობალური მასშტაბით 50% -ით შემცირდა.

მიმოსვლის შეჩერებამ ტურისტები სახლში ჩაკეტა. პროგნოზების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება 910 მილიარდი დოლარით შემცირდეს.

დაკეტვას გადაურჩნენ სასურსათო მაღაზიები, თუმცა, გაურკვევლობამ და სახლებში ჩაკეტვის შიშმა, მთელ მსოფლიოში პანიკა გამოიწვია, პანიკამ კი უსასრულო რიგები და ცარიელი დახლები. 

სპორტული თამაშები ცარიელ სტადიონებზე და კულტურული ღონისძიებები აუდიტორიის გარეშე - ესეც კოვიდ 19-ის ეფექტია.

მსოფლიო 2021-ს ისევ პირბადით ხვდება, თუმცა, არის დადებითიც - მსოფლიო ვაქცინის მოლოდინშია.

დღის ამბები