29 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
რას უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება - სპეციალისტები ორ კვირაში შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელოდებიან

ბოლო დღეებში, კორონავირუსის ოფიციალურ სტატისტიკაში, ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, თუმცა, ეს ციფრები ინფიცირებულთა რაოდენობის რეალურ კლებაზე არ მიუთითებს. სადღესასწაულო დღეებში მონაცემების რეკორდული ვარდნა მოქალაქეების მხრიდან დაბალ მიმართვიანობის და ჩატარებული ტესტების რაოდენობას უკავშირდება. თუმცა, სტატისტიკის საერთო კლება ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაწესებული რეგულაციების შედეგია .

რეგულაციების შედეგები უკვე აისახა სამედიცინო დაწესებულებებზე და, საქართველოს მასშტაბით 3000 საწოლი უკვე გათავისუფლდა.

სპეციალისტების აზრით, საქართველოში ვირუსის სტატისტიკა ერთ კვირაში ისევ მოიმატებს. მათი პროგნოზით, დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები, დაახლოებით, 2000-ს მიუახლოვდება.

სპეციალისტები "კურიერთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ სადღესასწაულო დღეებში მობილობის ზრდის გამო ინფიცირებულთა რაოდენობა 15- 20 % -ით ისევ გაიზრდება.

სტატისტიკის კლების პარალელურად, ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 226 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, კლინიკებში რჩება 900-მდე მძიმე პაციენტი, 300 კი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

დღის ამბები