კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 85 მილიონს გადააჭარბა, მსოფლიო 2021 წელს მკაცრი შეზღუდვების ფონზე შეხვდა. თუმცა საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ახალგაზრდებმა საახალწლო წვეულებები მაინც გამართეს. შედეგად პოლიციამ ღონისძიების ორგანიზატორები ფულადი ჯარიმით დასაჯა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დღესასწაულების პერიოდში რეგულაციების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესმა ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებლების დაბალანსება ვერ შეძლოს და პანდემია კაცობრიობას კიდევ ერთი, ამჯერად - მესამე ტალღით დაემუქროს.
ბოლო მონაცემებით, რომელსაც ჯონ ჰოპკინსის კვლევითი ცენტრი ავრცელებს, მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელმა მილიონ 800 000-ს გადააჭარბა.