29 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
დღეიდან საქართველოში დასვენების დღეები გამოცხადდა - შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქებას 16 იანვრიდან ელოდებიან

დღეიდან საქართველოში დასვენების დღეები გამოცხადდა. 15 იანვრამდე აღარ იმუშავებს საჯარო დაწესებულებები, კერძო სექტორი კი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს. დაიხურა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ძალაში დარჩა შეზღუდვები ტრანსპორტზე და ღამით გადაადგილებაზე, ამ შემთხვევაში გამონაკლისი მხოლოდ შობის ღამე იქნება. შეზღუდვები 16 იანვრამდეა გამოცხადებული, თუმცა რა იქნება ამის შემდეგ, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ 16 იანვრიდან, საქმიანობას განაახლებენ. ამის ვარაუდის საფუძველს 26 ნოემბერს გაკეთებული განცხადება აძლევთ.

როდესაც, მთავრობამ ახალი შეზღუდვები გაახმოვანა, ითქვა ისიც, რომ 16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში, თუმცა შაბათ-კვირის გამოკლებით, სავაჭრო ობიექტები და ღია და დახურული ბაზრობები მუშაობის განახლებას შეძლებდნენ. ანონსის მიხედვით, ამავე პერიოდში უნდა აღდგეს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც, ისიც, მხოლოდ სამუშაო დღეებში და არა შაბათ-კვირას.

დღის ამბები