29 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დედის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ საპროცესო გარიგებაზე ადვოკატის შუამდგომლობაარ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის არგუმენტით, შესაძლებელი იყო ბრალდებულს ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან მას აქვს სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლება.

62 წლის ქალს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 1 იანვარს, ღამით, სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს, საკუთარ შვილს, 41 წლის მამაკაცს, დანით, გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები