29 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა - პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო უწყებაში ეხმაურებიან

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაავალა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან. უწყების  პრესსპიკერის, მარიამ ნარჩემაშვილის განცხადებით, ნებისმიერი მსგავსი ქმედება არის უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება შეფასებული, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მორიგი მცდელობა:

"ნებისმიერი მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმდეს რაიმე სახის ე.წ შეთანხმება, მათ შორის ე.წ საზღვართან დაკავშირებით, იქნება ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იქნება შეფასებული, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მორიგი მცდელობა,"- განაცხადა მარიამ ნარჩემაშვილმა.

 

დღის ამბები