ამერიკელი სენატორების ჯგუფი რამდენიმე შტატში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს. ისინი არჩევნების შედეგების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ. დოკუმენტს 11 სენატორი აწერს ხელს. მათი განცხადებით ისინი არ აპირებენ 6 იანვარს კონგრესში კენჭისყრაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ სერტიფიცირებული შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებას მანამ, სანამ სპეციალური კომისია არ შეიქმნება და არჩევნებზე დაფიქსირებულ თითოეულ დარღვევას არ გამოიძიებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, რის გამოც სენატორები ბაიდენის გამარჯვებას ხელს ვერ შეუშლიან.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ჯერ კიდევ არ აღიარებს.