ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ხანა იწყება. ახალ წლამდე გრინვიჩის დროით ზუსტად 1 საათით ადრე ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის ეფექტური შედეგის მომტანი იქნება.
დიდ ბრიტანეთში ბრექსითი ბიგ-ბენის ზარით აღნიშნეს. საათის კოშკი 4 წლით სარემონტოდ არის დაკეტილი და 2021 წლამდე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მუშაობს.