29 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
როგორ აისახება საახალწლოდ შემსუბუქებული შეზღუდვები კოვიდსტატისტიკაზე - ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ახალი შტამის გამოჩენას პროგნოზირებენ

2021 წელს საქართველო მსოფლიოსთან ერთად უცვლელი მოწოდებით იწყებს, რეკომენდაცია იგივეა - სოციალური დისტანციის და სხვასთან ერთად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

სწორედ ამ მიზეზით ყველა სავაჭრო ცენტრი და საზოგადოების თავშეყრის ადგილი ხვალიდან ისევ იხურება, იმისთვის, რომ ხალხით სავსე სავაჭრო ობიექტები COVID-19-ის ახალი და უკონტროლო კერის გავრცელების საფრთხე არ გახდეს, მედიკოსები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვმა იკლო.

ის, რომ შეზღუდვებმა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შეამცირა არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია დასტაბილურდა.

გიორგი ფხაკაძის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ახალი შტამის საქართველოში გამოჩენის რისკი დიდია.

ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის მეორე დღეს კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობით 183 შემთხვევით ისევ დედაქალაქი ლიდერობს, ვირუსს 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მოიმატოს და ქვეყანაში ფატალურ პაციენტთა რიცხვი არ გაიზარდოს, ეპიდემიოლოგთა მთავარი რეკომენდაცია უცვლელი რჩება - ვიზრუნოთ ერთმანეთის და სხვების სიცოცხლეზე.

დღის ამბები