29 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ოპოზიცია მიმდინარე თვეში უმრავლესობასთან დიალოგის მე-5 რაუნდისა და ორმხრივი შეთანხმების მოლოდინშია

2020 წელს დაპაუზებული მოლაპარაკებები 2021-ში უნდა გაგრძელდეს. პოლიტიკური სპექტრი დიალოგის მეხუთე რაუნდის მოლოდინშია. მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ, იანვარში შედგება, როგორც ოპოზიციის ნაწილი ამბობს, მათი მოლოდინია, რომ შეთანხმება შედგება.

ამ პროგნოზს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აკეთებს.

"დიდი ალბათობით, მორიგი რაუნდი ამ თვეში გაიმართება. მოლოდინი გვაქვს, რომ ორმხრივი შეთანხმება მოხდება. პირველ რიგში, უნდა მოვიდეს ხელისუფლება თავისი წინადადებით, ამის შემდეგ კი საუბარი უფრო მარტივი იქნება," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

ოპოზიცია მოლაპარაკების მთავარ მიღწევად, ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებს. 

"აუცილებელია რომ ამ შეხვედრაზე ყველა მხარე შეჯერებული პოზიციით მოვიდეს, იმისათვის რომ 2020 წელი ჩვენ პოლიტიკური შეთანხმებით დავიწყოთ. ოპოზიციის აზრით, ეს ხაზი ახალ არჩევნებზე გადის. კარგი იქნება თუ "ქართული ოცნება" ამ რეალობას თვალს მალე გაუსწორეს," - აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.

იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში იქნება ლოგიკური, თუკი ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს. 

"გარანტირებული არ არის შევთანხმდებით თუ არა, მაგრამ ამის შანსი არსებობს და უნდა გამოვიყენოთ. მე და ჩემი პარტია ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, ეს არის ის პირობა, რის გამოც ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ლოგიკურია ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ახლა შანსს გამოვიყენებთ და მოვიგებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, თუ ეს არჩევნები ოპოზიციამ მოიგო, დღის წესრიგში დადგება ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი, თუ წავაგეთ, არც იქნება საჭირო ახალი არჩევნების ჩატარება," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები